სასწავლო პროექტი
„მზე- ჩემი კარგი მეგობარია“.
პროექტის მთავარი იდეა:’რომ
მზე და წიგნი
მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა“
პროექტის აქტივობა-განუვითარდეთ ბავშვებს მშობლიური
ქვეყნისადმი სიყვარული .
ნაწარმოებთა
სულიერების ძიებაში იპოვონ
ის საგზალი, რომელიც მათ ინტერესს გაუჩენს
პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებაში.
მოსწავლეთა ასაკი:10 წელი
ვადები/ხანგძლივობა:8 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:აღმოაჩინონ პოეტურ და პროზაულ
ნაწარმოებებში ავტორისეული მიზანი. შეაგროვონ სხვადასხვა მწერალთა და პოეტთა ლექსები
და მოთხრობები.იმუშავონ გამომეტყველებით კითხვაზე.გამოყონ
ტექსტებში მშობლიური ქვეყნისადმი სიყვარული.
დაწერონ მშვიდობის თემაზე ესე: „დაე მუდამ იყოს მზე“
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
რვეული,საწერ- კალამი,პორტრეტები.
ტექნიკური მასალა:კომპიუტერი.პროექტორი,ფოტოაპარატი,ინტერნეტი.
პროექტის ელექტრონული პრეზენტაციის მოწყობა.
ბავშვებმა
იციან თავიანთი უფლებამოსილება და კითხულობენ ქართველ მწერალთა და პოეტთა ნაწარმოებს,ეძიებენ
მათ ბიოგრაფიულ ცნობებს,აინტერესებთ ქართულ ლექსებზე შექმნილი სიმღერები.იციან,რომ მზე
და წიგნი ერთნაირად ინთება,მარადიულია,რომლის თანამგზავრი უნდა იყოს ყველა.